შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის პირობები

სახელი გვარი: ()

რეგისტრაციის თარიღი: 1/1/0001 12:00:00 AM

დოკუმენტის ნომერი:

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ხელშეკრულების პირობებს. სისტემაში რეგისტრაციის დასრულება შესაძლებელია მათზე თანხმობის გაცხადების შემდეგ.

1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – სისტემა) რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი).

2. სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, რეგისტრაციის მსურველი პირი გამოხატავს თანხმობას, მის შესახებ პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, დამსაქმებლის შემთხვევაში, დამატებით - დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდის და პასუხისმგებელი პირის მონაცემები) გადამოწმდეს/შედარდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სსიპ – შემოსავლების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროში (საზღვრის კვეთა) არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზებთან.

3. სისტემაში რეგისტრაცია ადასტურებს პირის ნებას, სისტემაში ატვირთული მონაცემები, პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დამუშავდეს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნებისათვის, ასევე, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით: ვებ-გვერდის მართვისთვის, სპეციალური შეთავაზების გასაკეთებლად ან ინფორმაციის მისაწოდებლად.

4. შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის (16 წელი) არმქონე პირი, სისტემაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ისარგებლებს არასრული სერვისებით.

5. შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის არმქონე პირს სრული სერვისების გამოყენება შეეძლება მხოლოდ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობის წარდგენის შემდეგ.

6. სისტემაში რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, პირის უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე.

7. სისტემაში რეგისტრაცია უფასოა.

8. სისტემაში რეგისტრაცია უვადოა. სისტემაში რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს რეგისტრაცია.

9. მომხმარებელს შეუძლია წაშალოს მის ანგარიშზე არსებული ინფორმაცია (გააუქმოს რეგისტრაცია). თუმცა, აღნიშნულ მომენტამდე გაწეული მომსახურების შესახებ არსებული ინფორმაცია ინახება, პერსონალური მონაცემების გამოკლებით, სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნებისათვის.

10. სისტემაში რეგისტრირებულ პირს შეუძლია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიღებაზე, პროფილში არსებული ღილაკის საშუალებით.

11. რეგისტრირებული პირი თავად ირჩევს აუთენტიფიკაციის ვარიანტს (საკუთარ გვერდზე - პროფილზე განთავსებული ინფორმაციის დაცვის საშუალებას) – IDCard ან მომხმარებლის სახელი და პაროლი ან პირადი ნომერი და პაროლი).

12. აუთენტიფიკაციის ვარიანტის – მომხმარებლის სახელი და პაროლი, არჩევის შემთხვევაში, მომხმარებლის სახელი უნდა იყოს პირის ელექტრონული ფოსტის (e-mail) მისამართი.

13. სისტემაში რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მართოს საკუთარი პროფილის მდგომარეობა – გაააქტიუროს, გახადოს პასიური, განახორციელოს რედაქტირება აუთენტიფიკაციის გამოყენებით.

14. სისტემაში რეგისტრირებული პირი აცხადებს თანხმობას მიიღოს ინფორმაცია სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

15. დაუშვებელია აუთენტიფიკაციის მონაცემის მესამე პირისათვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულებაზე.

15.1 დაუშვებელია სისტემით მოპოვებული ინფორმაციის გაყიდვა, გაშარჟება, გასაჯაროება, გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, ასევე პოლიტიკური რელიგიური და დისკრიმინაციული მიზნებისათვის გამოყენება.

16. სისტემაში ერთხელ რეგისტრირებული მომხმარებელი ვეღარ შეძლებს განმეორებით რეგისტრაციის გავლას, წინა რეგისტრაციის შეწყვეტის გარეშე.

17. სისტემაში რეგისტრირებული პირი თავად ირჩევს სასურველ როლს პროფილის შესაქმნელად.

18. ერთსა და იმავე პირს ერთ როლზე შეუძლია შექმნას მხოლოდ ერთი პროფილი.

19. ერთსა და იმავე პირს შეუძლია შეცვალოს და/ან დაიმატოს როლი.

20. პირის პირადი ნომრის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პირმა პირადად უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს გაყალბებული რეგისტრაციის შეწყვეტის მიზნით.

21. იმ შემთხვევაში თუ მიეკუთვნებით რომელიმე მოწყვლად ჯგუფს (შშმპ, სსმპ, დევნილი, სოციალური დახმარების მიმღები, მიგრანტი და სხვა) შესაბამის გრაფაში უნდა მონიშნოთ აღნიშნული სტატუსის შესაბამისი ველი.

22. საკუთარ პროფილში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემაში რეგისტრირებულ შესაბამის პირს.

23. სისტემაში რეგისტრირებული პირი თვითონ განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების სხვა მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას.

24. შეუძლებელია, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია: პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, თვითშეფასება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, ოჯახის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა გახდეს საჯარო სისტემის მეშვეობით, სისტემის სხვა მომხმარებლისათვის.

25. პროფილში – საკუთარ გვერდზე ინფორმაციის განთავსების დონეების მიხედვით, განსხვავდება სისტემით სარგებლობის შესაძლებლობები.

26. სისტემაში რეგისტრაციიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის უმოქმედობის შემთხვევაში, პირის პროფილი, პირადი გვერდი ხდება პასიური და არ მონაწილეობს სისტემის პროცესებში.

27. სააგენტო ვალდებულია, პროფილის პასიურობის შესახებ აცნობოს რეგისტრირებულ პირს მის მიერ არჩეული ფორმით (ტელეფონით, SMS, e-mail, წერილობით ...).

28. სააგენტო ვალდებულია, რეგისტრაციის მსურველი პირისათვის, სისტემის საშუალებით, ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო გახადოს სისტემაში რეგისტრაციასთან და/ან სისტემის მოხმარებასთან დაკავშირებული პირობები.

29. სააგენტო ვალდებულია, გასაჯაროებისგან დაიცვას სისტემაში რეგისტრირებული პირის პირადი გვერდის–პროფილის ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის გასაჯაროებაზეც რეგისტრირებულმა პირმა მისცა ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა.

30. სააგენტო უფლებამოსილია:

30.1 შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებ-გვედზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად მოქმედებს.

30.2 გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

30.3 შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, რეგისტრაციის წესი ნებისმიერ დროს. და ამის შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინება, მეილი) ამ ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც პირი თანხმობას განაცხადებს ხელშეკრულების ახალ პირობებზე.

31. სისტემაში რეგისტრაცია შეიძლება შეწყდეს:

31.1 დადასტურებული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ სისტემაში არასწორი/ყალბი ინფორმაციის განთავსებას. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული წერილობითი დოკუმენტი.

31.2 სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ სისტემაში განთავსებულია დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.

31.3 სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ სისტემაში რეგისტრაციასთან და/ან სისტემის მოხმარებასთან დაკავშირებული პირობების დარღვევა.

31.4 მომხმარებლის უმოქმედობის შემთხვევაში, უმოქმედობის პერიოდს განსაზღვრავს სააგენტო.

32. ღილაკზე - „რეგისტრაცია“ დაჭერისა და სისტემის მიერ დადასტურების შემდეგ, პირი ითვლება რეგისტრირებულად.

33. ხელშეკრულება ძალაშია პირის მიერ რეგისტრაციის დასრულების მომენტიდან.